in

2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო! ქართული სააგენტოების შედეგები ADC*E 2022-დან!

ADC*E – ევროპის არტ-დირექტორთა კლუბმა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და მათ შორის, ქართული სააგენტოების ნამუშევრებიც მოხვდა. ფესტივალზე მიღებული შედეგები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის რეიტინგში აისახება, რომლის შედეგადაც ACAG, ტრადიციულად, წლის სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას გამოავლენს.

ვერცხლი მოიპოვა Holy Motors-მა, კატეგორია Integrated & Innovation-ის ქვეკატეგორიაში Integrated Campaigns for commercial brands. კამპანია Women from Bazaar სააგენტომ Cosmo-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა.

ვერცხლი მიიღო Windfor’s-ის მიერ შექმნილმა კამპანიამ „დამოუკიდებლობა ყველასია“, რომელზეც Signify-ის დაკვეთით იმუშავა. ჯილდო სააგენტომ მოიპოვა კატეგორია Interactive & Mobile-ის ქვეკატეგორია Interactive campaigns-ში.

ბრინჯაო მოიპოვა Holy Motors-მა კატეგორია Film & Audio-ს ქვეკატეგორია TV/Cinema Commercials-ში, კამპანია Proud TV Rainbow-ისთვის, რომელიც ტელევიზია ფორმულასთვის შეიქმნა.

ბრინჯაო მიიღო Redberry-მაც, კატეგორია Film & Audio-ს ქვეკატეგორიაში Craft – animation, VFX, CGI and 3D. ჯილდო სააგენტომ მოიპოვა საქართველოს ფოსტის კამპანიისთვის „სიყვარულით, 1805 წლიდან“.

ბრინჯაოს მფლობელი გახდა Leavingstone-ც, კატეგორია Interactive & Mobile-ის ქვეკატეგორიაში Interactive & Mobile for non-profit/public service/NGO. ჯილდო სააგენტომ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან ერთად შექმნილი კამპანია Russia for Sale-ისთვის მოიპოვა.

ბრინჯაო მოიპოვა Windfor’s-მაც კატეგორია Brand Experience-ის ქვეკატეგორია PR / Events-ში, კომპანია Signify-სთან თანამშრომლობით შექმნილი კამპანიისთვის „დამოუკიდებლობა ჩვენია“.

JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი – „თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს

ვის შეუძლია და როგორ ისწავლება ქოფირაითერობა – ინტერვიუ გიორგი (ქუცა) რუხაძესთან