in

ქართული სააგენტოების ნამუშევრები ADC*E-ის ხუთი კატეგორიის ფინალშია!

ევროპის არტ-დირექტორთა კლუბმა ADC*E კონკურსის ფინალისტები გამოავლინა. მათ შორისაა სამი ქართული სააგენტო: Windfor’s, Holy Motors და Redberry. მათი ნამუშევრები ხუთი კატეგორიის ფინალშია:

Holy Motors-ია კამპანია My Home Is Your Home. კატეგორია: Design
Graphic Communication.

REDBERRY-ის კამპანია საქართველოს ბანკისთვის – OTHER UNIVERSE GAMIFICATION, კატეგორია: Design Illustration

Windfor’s-ის კამპანია Midea Georgia-თვის – “Summer is coming!”, კატეგორია, Interactive & Mobile Interactive Campaigns

Windfor’s-ის კამპანია Midea Georgia-თვის – “Summer is coming!”, კატეგორია Interactive & Mobile Social Media Campaigns

Holy Motors-ის კამპანია My Home Is Your Home, კატეგორია Print & Outdoor.

კონკურსის გამარჯვებულები 21-22 ნოემბერს გამოვლინდება ADC*E-ის ფესტივალზე, ბარსელონაში.

საქართველოდან, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულებს შეუძლიათ. ADC*E აერთიანებს 21 პროფესიონალურ კლუბს და გრაფიკული დიზაინისა და რეკლამის ასოციაციას ევროპის 20 ქვეყნიდან: ავსტრია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საქართველო, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სრულყოფილებას გრაფიკულ დიზაინსა და სარეკლამო კრეატივში, ევროპის მასშტაბით. ასოციაცია წარმოადგენს დარგის 5000-ზე მეტ პროფესიონალს.

How We Feel მუსიკით ემოციების მართვაში დაგეხმარებათ

ყველაზე მადისაღმძვრელი მარკეტინგული კამპანიები ცნობილი ბრენდებისგან