in

ქართული სააგენტოების ნამუშევრები ADC*E 2025-ის 14 კატეგორიის შორთლისთშია!

Art Directors Club of Europe Awards-ის ფინალისტები გამოავლინდნენ. როგორც ცნობილი გახდა, წელს ჩვენი ქვეყნიდან რეკორდული შედეგები დაფიქსირდა – ჩვენმა ქვეყანამ შორთლისტში 14 პროექტით მოახერხა მოხვედრა, რითაც 24 ქვეყანას შორის მე-8 პოზიცია დაიკავა. საქართველოდან უკვე მესამე წელია, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ სააგენტოებს შეუძლიათ.

ფინალისტებს შორის არიან სააგენტოები Playmakers და Supermarket. ფესტივალის ფინალურ ეტაპზე მათ ნამუშევრები 5-5 კატეგორიაში გავიდა. შორთლისთში მოხვდა Playmakers-ის კამპანიები PSP-სა და თიბისისთვის, ასევე, Supermarket-ის ნამუშევრები – Batumelebi.ge-ის, ნეტგაზეთისა და საქართველოს ბანკისთვის.

შორთლისტშია Windfor’s Tbilisi-ს ორი პროექტი, რომლებიც საქართველოს ბანკისთვის შეიქმნა. სააგენტოების გარდა, საკუთარი ნამუშევრებით შორთლისტში მოხვდა ანიმაციისა და დიზაინის სკოლა DAS, Holy Motors-თან და GARNAMATAC-თან ერთად, ასევე საქართველოს ბანკი, GARNAMATAC-თან და JWT Metro-თან ერთად.

გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება 21 ნოემბერს ADC*E-ის დაჯილდოების გალა ცერემონიაზე, რომელიც ბარსელონაში ADC*E-ის შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

შორთლისთის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

6 გაკვეთილი, რაც Apple-ის კამპანია Underdogs-დან შეგიძლიათ ისწავლოთ

YouTube-მა Like-ის ღილაკს 20 ახალი ანიმაცია დაამატა