in

ვინ არიან ჟიურის ქართველი წევრები, რომლებიც ADC*E-ის ფესტივალზე შეაფასებენ ნამუშევრებს?

ADC*E ევროპის არტ-დირექტორების კლუბის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს რჩეულ ნამუშევრებს კრაფტისა და დიზაინის მიმართულებით. წელს, ფესტივალი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, 6 ნოემბერს. ნამუშევრები შეფასდება რვა ძირითად კატეგორიაში: Film & Audio, Print & Outdoor, Interactive & Mobile, Design, Brand Experience, Integrated and Innovation, European Student of the Year და European Young Creative. ფესტივალზე, ასევე, არის ორი სპეციალური ჯილდო: ADCE Genius Loci Award და European Star Award.

წლევანდელი ADC*E-ის ფესტივალზე ნამუშევრებს, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, ოთხი ქართველი შეაფასებს:

ნიკუშა მოწონელიძე – ABK-ს კრეატივ დირექტორი, კატეგორიაში Film & Audio

თეონა შელია – WINDFOR’S-ის უფროსი არტ-დირექტორი, კატეგორიაში Integrated & Innovation

გიორგი ქვლივიძე – JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი, კატეგორიაში Design

თოკა არეშიძე – Redberry-ის კრეატივ დირექტორი, კატეგორიაში Brand Experience

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები iPhone 12-ის პრეზენტაციიდან!

ახალი Toyota Highlander – „საუკეთესო „კროსოვერი“ თანამედროვე ოჯახისთვის!“