in

ADC*E 6 ნოემბერს, „ონლაინ“ ჩატარდება – გაიგეთ დეტალები ფესტივალის შესახებ!

2020 წლის უკვე ტრადიციად ქცეულ ფორმატს გვერდი ვერც ADC*E-მა აუარა. „ფესტივალების ფესტივალი“, როგორც მას წელს უწოდებენ, 6 ნოემბერს, „ონლაინ“ ჩატარდება. მოსამზადებელი სამუშაოები, თითქმის, დასრულებულია, საორგანიზაციო პროცესში,  ADC*E-ის წევრი ლოკალური კლუბები არიან ჩართულები.

bog
bog-mob

მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის, ორგანიზატორებმა, პრეს-კონფერენციაც „ონლაინ“ ჩაატარეს. როგორც თავად აღნიშნეს, წლევანდელი ფორმატი მათთვისაც უჩვეულო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. წინა ფესტივალებისგან განსხვავებით, როცა სპიკერები, კონკურსანტები და ჟიური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ ლოკაციაზე იყრიდნენ თავს, წელს ყველაფერი პირიქით მოხდება – ღონისძიება ევროპაში თავად „იმოგზაურებს“, მართალია „ონლაინ“ სივრცეში, მაგრამ მთელი კონტინენტის მასშტაბით „გაიშლება“.

„ახლა საუკეთესო დრო აქვთ ბრენდებს, მოწინავე პოზიციები დაიკავონ და მსოფლიოს მასშტაბით, უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრაში მიიღონ მონაწილეობა. თან ისე, რომ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზეც იფიქრონ. ეს ორი რამ ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს.„კეთილსინდისიერება შემოქმედებაში“ – აი, რა უნდა ახსოვდეთ ყველაზე კარგად ჩვენს ინდუსტრიაში. ჩვენ გვინდა, წარმოვაჩინოთ ადამიანები, ვინც ამ მოძრაობის ავანგარდში არიან და ვისი იდეებიც დადებით გავლენას ახდენს კულტურაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, გარემოზე და ზოგადად, უკეთეს მომავალზე“, – აღნიშნა ფესტივალის კურატორმა სტივ ვრანაკისმა.

შეგახსენებთ, ADC*E ევროპის არტ-დირექტორების კლუბის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, კრაფტისა და დიზაინის მიმართულებით, რჩეულ ნამუშევრებს აჯილდოებს. წელს, ფესტივალის ჟიური, ნამუშევრებს, 8 ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: Film & Audio, Print & Outdoor, Interactive & Mobile, Design, Brand Experience, Integrated and Innovation, European Student of the Year და European Young Creative. ფესტივალზე, ასევე, არის ორი სპეციალური ჯილდო – ADCE Genius Loci Award და European Star Award.

საკონკურსო ნაწილის გარდა, დაგეგმილია სპიკერების გამოსვლები და ვორკშოპები. ვირტუალურ ოთახში შეძლებთ, თქვენთვის საინტერესო სესიებსა და შეხვედრებში მიიღოთ მონაწილეობა. ღონისძიებაზე დასასწრებად, ბილეთები უკვე იყიდება. ღონისძიება თბილისის დროით, 13:00-ზე იწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს, ADC*E-ზე საკონკურსო ნამუშევრებს, 4 კატეგორიაში, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, შეაფასებენ: ABK-ს კრეატივ დირექტორი ნიკუშა მოწონელიძე (Film & Audio), WINDFOR’S-ის უფროსი არტ-დირექტორი თეონა შელია (Integrated & Innovation), JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი გიორგი ქვლივიძე(Design) და Redberry-ის კრეატივ დირექტორი თოკა არეშიძე (Brand Experience).

Doubleu – ახალი ქართულ-ესტონური ციფრული სააგენტო ბაზარზე

თაგვი, რომელსაც კენგურუს მსგავსი კიდურები აქვს და წყალში ცხოვრობს