30
Aug
2016

გაიმეტეთ ბავშვებისთვის საკვები – Ad Council-ის სოციალური აქცია

30 Aug 2016



ბავშვებისთვის ყველაფერი გვემეტება, მათი ნათელი მომავლისთვის არაფერს დავიშურებთ. სათამაშოები, გართობა, ფუფუნების საგნები, კარგი კვება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ყველაფერი ელემენტარული მოთხოვნილებით იწყება. სამწუხაროდ, ბავშვების ნაწილს საკვებიც კი არ აქვს, არამცთუ ფუფუნების საგნები.

აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. მათ დასახმარებლად განხორციელდა პროექტი, რომელიც,  Feeding America-სთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია Ad Council-მა წამოიწყო. იგი ეხმარება მოსახლეობას მსგავსი პრობლემების დაძლევაში. ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ეხმარება ამერიკის ხელმოკლე ოჯახებს: განათლების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებასა და სხვა სფეროებში. ამჯერად, მთელი აქცენტი ბავშვების გამოკვებაზეა გაკეთებული.

 

 

მსგავსი პრობლემები ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ მათი მოგვარების გზებიც სხვადასხვაა. თქვენი აზრით, როგორია საუკეთესო გამოსავალი?!

სარეკლამო რგოლზე სააგენტო McCann, New York-მა იმუშავა.

განხილვა