in ,

დაამატეთ ოლიმპიურ ჯაჭვში მეექვსე რგოლი – Add The Ring ბუნების დაცვის ორგანიზაციის აქცია

დროა, დავინახოთ მსოფლიო ისეთი, როგორიც არის. რომ არა მეექვსე კონტინენტი, ბევრი რამ, რაც დღეს ჩვენთვის ჩვეულია, უბრალოდ არ იქნებოდა.

Fundación Vida Silvestre ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც არგენტინაში დაარსდა და გვთავაზობს, რომ კიდევ ოლიმპიური თამაშების  სიმბოლოს ერთი რგოლი დაემატოს. 5 გადაჯაჭვული რგოლი, 5 კონტინენტს აღნიშნავს, მაგრამ მეექვსე, ყველაზე ცივი და უკაცრიელი კონტინენტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მიმდინარე ეკოლოგიური პროცესები, გლობალური დათბობა და ოზონის შრის შემცირება ყველას გვსმენია. რეალურად, ბუნებაზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის საზრუნავია. გარემოზე ზრუნვა  ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, ისევე, როგორც ოლიმპიური თამაშებია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

რომ არა ანტარქტიდა, დედამიწაზე  წყლის დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა და შესაბამისად, წუალქვეშ იქნებოდა ახლანდელი ხმელეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ორგანიზაცია მოგვიწოდებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, დავინახოთ ის როგორიც არის, ანტარქტიდის ჩათვლით და დავამატოთ ცისფერი რგოლი ოლიმპიურ ჯაჭვში – Add The Ring.

 

თვალსაჩინოებისთვის,  შეიქმნა რამდენიმე პოსტერი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლის მონაწილეობით.

 

 

ვიდეორგოლზე და პოსტერებზე სააგენტო Y&R, Buenos Aires–მა იმუშავა.

“არ დამივიწყო” – მომღერალი კატები გემრიელი საკვების მოლოდინში

18 წლის გმირი, რომელმაც ლტოლვილები გადაარჩინა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა