Airbnb-ის ვებგვერდი ლამაზ ფუნქციურ დიზაინს გვთავაზობს, რომელიც კომპანიის პრიორიტეტების შესაბამისია. თუმცა მომხმარებელთა შეფასებების სანახავად ცოტათი გარჯა მაინც გიწევთ. როგორც გვეუბნებიან, ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მალე შეიცვლება… აქ კი მთავარ როლს Adept-ის სტარტაპი ითამაშებს, AI-ზე მომუშავე ინტერფეისს შემოგვთავაზებს, ამ პროცესებში კი დიდ ენობრივ მოდელებსაც დაიხმარებს. მოკლედ რომ გითხრათ, ვებგვერდის მეტად პერსონალიზებულ ვერსიას შემოგთავაზებთ.
სწორედ ამიტომ აღწერს ვატენბერგი მას „ვებგვერდებისა და ინტერფეისების პერსონალიზების, მორგებისა თუ დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ საინტერესო ნაბიჯად“. Airbnb-ს დახმარებით კი Adept ზოგადად თავის მუშაობის სტილს გვაცნობს.
თავდაპირველად კომპანიის ჩვეულებრივ გვერდს გვაჩვენებს, სადაც პოტენციურად სასარგებლო ინფორმაციებს ეცნობით, იქნება ეს ფასები, ფოტოები თუ შეფასებები. Adept-ს კი სწორედ აქედან შეუძლია ახალი ინტერფეისების შექმნა. ამგვარად, თუ ხელოვნურ ინტელექტს თქვენს პრიორიტეტებს გაუზიარებთ, იქნება ეს კონკრეტულ დაწესებულებასთან სიახლოვე თუ უბრალოდ Wi-FI-ის კარგი კავშირი, ისინი კომპანიის ჩამონათვალიდან ამ ინფორმაციებს წუთებში შეკრებენ და მხოლოდ თქვენთვის გენერირებულ გვერდზე გაჩვენებთ. ეს კი იმაზე მეტია, რასაც დღეს Airbnb გთავაზობთ.
მასპინძელთან მიმოწერასაც კი შეიძლება მოიცავდეს, თუმცა ეს უბრალო თეორიაც არ გეგონოთ, რადგან Adept-მა უკვე შეიმუშავა თავისივე AI მოდელები, რომლებსაც კონკრეტულ ამოცანებთან გამკლავება შეეძლება, თუნდაც ეს. ელ.ფოსტების გაგზავნა იყოს. აქვე, თქვენ შეგეძლებათ რუკის გადიდება, რესტორნებისა თუ სხვა სივრცეების უფრო დეტალურად დათვალიერება. აქ ისეთი ინფორმაციებიც კი შეიძლება მიიღოთ, როგორებიც ფოტოებზეა ასახული.
„ეს ქსელის დემოკრატიზაციის ადგილია. ჩვენ არ გვაქვს დიდი კონტროლი იმ ინტერფეისებზე, რომლებსაც ვიყენებთ. ადამიანები დღესაც 10-20 წლის წინ გამართულ პროგრამებს იყენებენ, რომლებიც არ აკეთებს იმას, რაც გვჭირდება“, — აცხადებენ კომპანიაში
Adept კი პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ნაწილის გადაწერას ან AI კომპანიონის განვითარებას კი არ გთავაზობთ, რომელსაც შეეძლება, ჯადოსნურად გააქროს სხვა აპლიკაციებისა თუ ვებგვერდების საჭიროება, არამედ იგი ამ პროგრამის სათავეში მოექცევა და მას მეტად ხელმისაწვდომს გახდის…