რა არის თქვენი პირველი ასოციაცია, როდესაც ზაფხული, მზე და ზღვა გესმით? ბევრისთვის ესაა ადგილი, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, როგორიც მაგალითად, ბაჰამის კუნძულებია. მართალია, ამ ადგილს რეკლამა არ სჭირდება, რადგან ალბათ ყველას სმენია დედამიწის ამ ხილული სამოთხის შესახებ, მაგრამ მაინც, Atlantis Resort-მა გადაწყვიტა თავისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და მთლიანად ეს ზღაპრული კუნძული, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის. სააგენტო Enso-ს დახმარებით, ბრენდმა ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც მაშინვე ბილეთების დაჯავშნასა და ბარგის ჩალაგებას მოგანდომებთ. საოცარი ადგილები, ფერები, მუსიკა, კულტურა, მზე, ზღვა და ყველაფერი, რაც ბევრისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ზაფხულამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ბაჰამის კუნძულები კი, Atlantis Resort-თან ერთად, უკვე ელოდება სტუმრებს.
https://www.youtube.com/watch?v=XVrFo08Cjds












