in

რამდენად მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა უძრავ ქონებაში ინვესტირებისას

ლოკაცია ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს უძრავი ქონების წარმატებაში – ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საკუთრების მიმზიდველობას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ღირებულების ზრდასაც განაპირობებს.

 სტაბილურ საინვესტიციო გარემოში პრესტიჟული ლოკაციით არაერთი მსყიდველუნარიანი ინვესტორი თუ მოიჯარე ინტერესდება, რომელთა სურვილიც საკვანძო დაწესებულებებთან ახლოს, ე.წ. უსაფრთხო სოციუმში ცხოვრებაა.

საქართველოს ბაზრის ტენდენციები

მზარდი საინვესტიციო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრია მომხმარებლებს საერთაშორისო პარტნიორობებით შექმნილ პროექტებს – დივერსიფიცირებულ საინვესტიციო გარემოსა და ლოკაციებზე სთავაზობს.

განვითარების სწრაფი ტემპით, პრემიუმსტანდარტის კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის მთავარ კურორტებსა თუ ბუმთაუნ ქალაქებში – პირველ სანაპირო ზოლში, ბიზნეს და კომერციულ არეალებში მიმდინარეობს. 

აღსანიშნია, რომ თბილისის, როგორც კოსმოპოლიტური ქალაქის ტურისტული, კულტურული და საინვესტიციო პროცესები თავს ცენტრალურ ნაწილში: ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის ტერიტორიებზე იყრის. 

ზემოხსენებულ ლოკაციებზე ინვესტირებისას ღირებულებისა და ქირავნობის სტაბილურად მზარდი მაჩვენებლით, უნიკალური საინვესტიციო გარემოთი და ცხოვრების სტილის წარმოების შესაძლებლობებით, ინვესტორი პორტფელის დივერსიფიცირებას მომგებიან საინვესტიციო აქტივში ახდენს.

რატომ არის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი

ისეთ საინვესტიციო კომპლექსში ინვესტირება, რომელიც ქალაქის/კურორტის პრემიალურ, განვითარებად და პრესტიჟულ ლოკაციაზე მდებარეობს არა მხოლოდ ზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას, არამედ განსაზღვრავს განხორციელებული ინვესტიციის უსაფრთხოებასა და დინამიკურობას უძრავი ქონების ბაზარზე.

საკუთრება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ, მოძრავ და ტურისტულად პოპულარულ ადგილმდებარეობაზე მდებარეობს, ფასის ზრდის მაღალი ინდექსითა და უკუგების მაჩვენებლით ხასიათდება. სწორად შერჩეული ლოკაცია ერთგვარ წარმატების გარანტს წარმოადგენს პორტფელის გონივრული დივერსიფიცირებისთვის.

სტაბილური ეკონომიკისა და მრავალფეროვანი ინდუსტრიული მიმართულებების მქონე ლოკაციებზე ინვესტირება ბაზრის არასტაბილურობასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად ამცირებს. იმავდროულად, ინფრასტრუქტურის განვითარება ლოკაციის მიმზიდველობის ზრდით, ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობასაც.

უძრავი ქონების მარტივად და დროის ოპტიმალურ პერიოდში ყიდვისა თუ გაყიდვის სიმარტივე, პირდაპირპროპორციულად უკავშირდება სწორად შერჩეულ ადგილმდებარეობას. ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარე საკუთრება მეტ მსყიდველუნარიან მომხმარებელს იზიდავს და მისი რეალიზაციაც უფრო სწრაფად ხორციელდება.

პროექტი, რომელიც ტურისტულად თუ კომერციულად მიმზიდველ ლოკაციაზე: საჯარო, საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებთან, რეკრეაციებთან და სავაჭრო ობიექტებთან ახლოს მდებარეობს, მაღალი დატვირთულობისა და მოთხოვნის მაჩვენებლით გამოირჩევა – შედეგად, ის პოტენციური მყიდველისთვის მეტად მიმზიდველ ვარიანტს წარმოადგენს.

ფაქტორები, რომლებიც ადგილმდებარეობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

  • უსაფრთხოება – უმთავრესი ფაქტორია ნებისმიერი ტიპის საკუთრების შეძენამდე. მნიშვნელოვანია ისეთ კომპონენტებზე ფოკუსირება, როგორიცაა: კრიმინალის მაჩვენებელი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სტაბილური გარემო და ა.შ.
  • ცხოვრების სტილი – ადგილობრივი კეთილმოწყობა – პარკების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, სკოლების, ჯანდაცვის ობიექტებისა, თუ რეკრეაციული არეალების მრავალფეროვნება ცხოვრების საერთო ხარისხს ზრდის და აუმჯობესებს.
  • განვითარების გეგმები – ლოკაცია, რომელიც სამომავლო განვითარების პერსპექტივებით გამოირჩევა. ინფრასტრუქტურული, ურბანული და კომერციული დეველოპმენტის გეგმები გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთრების ფასის ზრდაზე ზემოქმედებენ.

უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა მისგან მიღებულ უკუგების პოტენციალში მდგომარეობს, ხოლო ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინება ინვესტორებს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

Nike ლებრონ ჯეიმსის სავარჯიშო ფეხსაცმელს გაყიდვაში უშვებს

სნოუბროდით დაწყებული ამბიდან Shopify-მდე