in , ,

რისთვის არსებობს ადგილმდებარეობის ბრენდინგი?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადგილმდებარეობის ბრენდინგის განმარტება ხალხს არ ესმის.

პროფესიონალურ ბრენდინგში არსებობს ორი ტერმინი:  სავაჭრო ნიშანი და ბრენდი. სავაჭრო ნიშანს (როგორც ბრენდს) აქვს ლოგო და სხვადასხვა განმასხვავებელი ნიშნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი იგივეა, რაც ბრენდი. ბრენდი  უკვე რაღაც აზრის, იდეის მატარებელია, რომელსაც კითხვაზე “რატომ ჩვენი ბრენდი?” სრულიად ამომწურავი პასუხი გააჩნია.

აქედან გამომდინარე ბრენდი იქმნება თანამედროვე მარკეტინგული პრობლემების გადასაჭრელად. გარდა იმისა, რომ ადგილმდებარეობის ბრენდინგი ახალი ინვესტიციების, მომხმარებლის და  ხალხის მოზიდვის ერთ-ერთი ხერხია, ( იმ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია) რეგიონალურ მნიშვნელობას ანიჭებს.

სათქმელად და წარმოსადგენად იოლია, როდესაც ცნობილი ბრენდების მაგალითი გვიდევს წინ, მაგრამ მომხმარებელი მეტს მოითხოვს. მათ არ აინტერესებთ თქვენი ბრენდის მოგების ზრდა, არ აინტერესებთ ის გზა, რომელიც ბრენდმა უნდა გაიაროს. მათთვის მთავარია დარწმუნდნენ, რომ თქვენ ბრენდს ღირებულებები გააჩნია და ეს ღირებულებები მარტივ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ახსნილი.

ამიტომ, სანამ ბრენდინგს შეუდგებით საჭიროა თვითონ ქალაქის პროდუქტის სახით განხილვა. მიზნობრივი აუდიტორია, ქალაქის მახასიათებლები. იპოვეთ ის, რაც მოცემულ ტერიტორიაზე უპირატესობას (უნიკალურობას) მოგანიჭებთ და ქალაქში მაცხოვრებლებს “შთააგონებს”. მთავარია იმ იდეების განხილვა, რომელზეც ბრენდი აშენდება. გარკვეული ამოცანების გადაჭრა, რაც ისევ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

ადგილმდებარეობის ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შესწავლილი იქნება ის თაობა, რომელიც დომინირებს,  მათი ფინანსური მდგომარეობა. ბოლო წლებში 1980-1990 წლებში დაბადებულები დომინირებენ.  ახალგაზრდებისთვის შექმნილი დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები ეს  ადგილმდებარეობის ბრენდინგის ერთ-ერთი იდეის შემადგენელი ნაწილია.

ახალგაზრდებისთვის არ არის პრობლემა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. ისინი კონკრეტულ ქალაქებზე ნაკლებად არიან მიჯაჭულები , რის გამოც მიდიან იქ, სადაც მეტი შესაძლებლობა და მეტი პერსპექტივაა. მართალია ცოტა წარმოუდგენელია, რომ ერთმა ბრენდმა ახალგაზრდების ნაკადი მოიზიდოს. ადგილობრივი ახალგაზრდების გამოკითხვით ბევრი საჭირო ინფორმაცია მოდის, რის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს ამ ხაზით შესასრულებელი გეგმა.

არანაირი შედეგი არა აქვს მხოლოდ იდეის ქონას. ბრენდისთვის თუ მთავარი იდეაა, იდეისთვის მთავარი განხორციელებაა. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატებულ რეგიონებად ითვლებიან ის რეგიონები, რომლებსაც 50 წლის განვითარების გეგმა უდევთ. გამომდინარე აქედან, თუნდაც 10 წლის გეგმაც საკმარისია, რომ ბრენდმა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს.

მაგალითისთვის ავიღოთ ნებისმიერი წარმატებული საქმის მიზანი – მოსახლეობაში ხვალინდელი დღის იმედის დანერგვა, რაც ბიზნესისთვისაც ხვალინდელი დღის იმედია, ინვესტორებისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის მიზეზი.

სამწუხაროდ შეუძლებელია ადგილმდებარეობის ბრენდინგი, როდესაც მასზე პროფესიონალები არ მუშაობენ. გამოკვლევა, შეფასება, დაგეგმარება – ამ ყველაფერს რიგითი წარმატებული ბიზნესმენი მარკეტოლოგების და სპეციალისტების დახმარების გარეშე ვერ განახორციელებს.

…თუ იდეა არ არის, ე.ი. ხალხის ნდობაც არ იქნება, ხალხის ნდობა თუ არ არის მის გარეშე ბრენდი წარმოუდგენელია.

ავტორი: სვეტლანა იუროვა

«BrainsandBrandsKomandor» გენერალური დირექტორი



მუტანტი და საუკეთესო რეკლამა

ნივთები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან