in

ნახეთ: როგორ გარდაიქმნა ადგილობრივი სამრეცხაო სათამაშო მოედნად

ლეგოებით ნებისმიერი რამის აშენებაა შესაძლებელი, ერთადერთი რაც გჭირდებათ მცირე ფანტაზიაა. ლონდონელი მხატვარისა და დიზაინერის იინკა ილორის წარმოსახვით კი ადგილობრივი სამრეცხაო ფერად ინსტალაციად გარდაიქმნა, სახელწოდებით Launderette of Dreams. მეტიც, ამ ადგილზე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მივიდეს და თავისი ფანტაზიის სამყარო ლეგოებით ააშენოს.

ოცნების სამრეცხაო” LEGO ჯგუფთან თანამშრომლობით, Rebuild the World კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ადგილობრივი სამრეცხაო ლეგოს სათამაშო მოედნად გადაიქცა. ხოლო იმისათვის, რომ ბავშვებზე მორგებული მხიარული სივრცე შექმნილიყო, ილორმა მცირე კვლევა ჩაატარა და ამ პროცესში ბავშვების ფანტაზიაც ჩართო. 

საინტერესოა ისიც, რომ ინტერაქტიული ინსტალაციის კონცეფცია ილორის ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. იგი ოჯახთან ერთად სამრეცხაოს ხშირად სტუმრობდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა ყველაზე რუტინული ადგილის უფრო მხიარულად გადაქცევის იდეა. 

LEGO ჯგუფის უახლესი კვლევის თანახმად კი, ბავშვების 85% ამბობს, რომ მათ ისეთი სახალისო იდეები აქვთ, რითაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან. სწორედ ამიტომ, “ოცნების სამრეცხაო” ადამიანებს იწვევს, რათა შეიკრიბონ, ითამაშონ და კუბიკების გამოყენებით, მათთვის სასურველი სამყარო შექმნან. 

საქართველოს ნოსტალგიით შექმნილი ნამუშევრები — ირაკლი ჭრელაშვილის შემოქმედება

ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი გაიხსნა!