in ,

ადგილზე მიტანის უსწრაფესი ექსტრემალური სერვისი მსოფლიოში – Dunkin Donuts-ის რეკლამა

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა მფრინავმა ქალმა Dunkin Donuts-ის შეკვეთა ფრენისას, ჰაერში მოხსნა.

ამერიკულმა სარეკლამო სააგენტო DigitasLBi-მ და Dunkin Donuts-მა, ერთობლივი იდეის განსახორციელებლად, დახმარება 28 წლის სპორტსმენს ელენ ბრენანს სთხოვეს. როგორც თავად ბრენანი ამბობს, ამ გიჟურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ის დაუფიქრებლად დათანხმდა.

საათში 115-120 მეტრის სიჩქარით მოძრავმა ელენმა, რომელიც 1620.012 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა, სპეციალურად ამ რგოლისთვის კლდეზე აშენებული Dunkin Donuts-ის ფილიალიდან საგანგებოდ შეფუთული შეკვეთა “თან წაიღო”.

ელენი პირველი ადამიანია, რომელმაც სპეციალური საფრენი კოსტიუმით Wingsuit-ით ფრენის დროს ჰაერში გამოკიდებული საგანი აიღო.

 

https://www.youtube.com/watch?v=X_X16Iwk4N4

 

Dunkin Donuts-მა  #WTFast campaign კამპანიის ფარგლებში გადაღებული ამ ვიდეორგოლით ახლახანს შექმნილ აპლიკაციასაც გაუკეთა რეკლამა, რომლის საშუალებითაც შეკვეთის გაკეთება და საფასურის გადახდა თქვენივე სმარტფონით შეგიძლიათ, მის წამოსაღებად კი რიგში დგომაც კი არ მოგიწევთ.

ასე რომ, თუ დონატის მოყვარულებს შორის ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Dunkin Donuts-ის რეკორდული სისწრაფით და შეკვეთა ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით განახორციელოთ.

თანამედროვე მეცნიერების მიღწევა – ლუდის საუკეთესო ბოკალი Cobra იუმორისტულ რეკლამაში

McDonald’s–მა ფეხბურთის მოპაექრე ფანების შერიგება ორიგინალური ყელსახვევებით გადაწყვიტა