13
Jul
2012

Adidas- ის “ბანი” E-bay-სა და Amazon-ის ონლაინ პორტალებს

13 Jul 2012



Adidas  – ის ფირმის პროდუქციის შეძენა მალე შუუძლებელი გახდება E-Bay-სა და Amazon-ის ვებ-გვერდებზე. კომპანიის ეს ნაბიჯი საფუძვლად დაედო ადიდაასის გადაწყვეტილებას იქონიოს უფრო მეტი კონტროლი, თუ როგორ ხდება მისი პროდუქციის მარკეტინგი, რეალიზაცია, შეფუთვა და დისტრიბუცია ონლაინ პორტალებზე.

შეზღუდვა ძალაში 2013 წლის იანვრიდან შედის და ის Reebok- ის ბრენდზეც ვრცელდება. კომპანიის პროდუქციის გაყიდვა იანვრიდან მხოლოდ მათ მიერ სერთიფიცირებულ დისტრიბუტორებს შეეძლებათ.

მსგავსი შეზღუდვის დანერგვით ადიდასი იმედოვნებს რომ შეძლებს შეამციროს ყალბი პროდუქტის გავრცელება ონლაინ პორტალებზე და გაზარდოს კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. ამასთან, ზემოთხსენებულმა სტრატეგიამ შესაძლებელია დადებითი გავლენა იქონიოს ბრენდის იმიჯზე და ბიძგი მისცეს მის წარმოჩენას, როგორც მოდური იარლიყი.მიუხედავად იმისა, რომ ადიდასი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სპორტული ბრენდია, ის მოდის მოყვარულებს ბევრს ვერაფერს სთავაზობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ აპირებს ადიდასი დანერგოს და გააკონტროლოს ზემოთხსენებული სტრატეგია, ან რა სანქციების დაწესებსას აპირებს ურჩი დისტრიბუტორების წინააღმდეგ. თუ რა შედეგს გამოიღებს კომპანიის ეს ნაბიჯი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მაკა ყუფარაძე

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.