in

Adidas-ს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ბურთი შეაქვს!

Bank of Georgia
Bank of Georgia

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, გამარჯვებული ქვეყნის გამოვლენამდე კი სულ რამდენიმე კვირა რჩება… და სწორედ ამ ბოლო რამდენიმე შეხვედრის აღსანიშნად, Adidas ნახევარფინალებისა და ფინალებისთვის ახალ ბურთს სახელწოდებით Al Hilm-ს წარმოგიდგენთ.

ეს არაბული სახელია და ჩვენს ენაზე ოცნებას ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ იგი ბოლო მატჩებში გამოყენებულ ბურთს, სახელწოდებით Al Rihla-ს, ანუ მოგზაურობას, ჩაანაცვლებს. მართლაც, თუ მოვლენების მოულოდნელ განვითარებას გავითვალისწინებთ, ეს საოცარი მოგზაურობა იყო… 

აღსანიშნავია, რომ ბურთის დიზაინი სამყაროში არსებულ კლიმატს ითვალისწინებს და ეკომეგობრულ, წყალზე დაფუძნებულ საღებავსა და წებოს იყენებს. მასზე მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოსა და წითელი ხაზებით შექმნილ სამკუთხედსაც შეამჩნევთ, რაც, თავის მხრივ, კატარის დროშას ეხმიანება.

Al Rihla-ს მსგავსად, Al Hilm-იც ანალოგიურ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც მხარს უჭერს ოფსაიდის ნახევრადავტომატურ სისტემას — ნებისმიერ შემთხვევაში, ბურთზე შეხების ან დარტყმის დროს, სენსორები მოედნის ირგვლივ არსებულ ადგილობრივ პოზიციონირების სისტემაში (LPS) გაგზავნის ინფორმაციას, მონაცემებზე წვდომა კი ოფიციალურ პირებს ექნებათ. 

კონკრეტული ტექნოლოგია მათ თამაშის მიმდინარეობისას უფრო სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ცნობილია, რომ ამან გადამწყვეტი როლიც კი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუს თმის გოლის განხილვისას… საბოლოოდ კი, მსგავსად, პორტუგალიამ ურუგვაი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

კარგი ამბავიც გვაქვს, Al Hilm და Al Rihla ადიდასის ონლაინ მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია.

რატომ არის გარე რეკლამა ბრენდებისთვის საინტერესო პლატფორმა 2023 წელს?

ემოციური თხრობის ძალა ციფრულ რეკლამაში