ბოლო პერიოდია, სხვადასხვა ტიპის ბრენდები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ეკომეგობრულებად პოზიციონირდნენ და მომხმარებლების ცნობიერებაში თავი დაიმკვიდრონ, როგორც კომპანიებმა, რომლებიც გარემოს უფრთხილდებიან.
ზუსტად ამის პასუხია სულ ახალი გაერთიანების ამბავიც, რომელიც 6 წლის წინ დაფუძნებულ სნიკერსის ტიპის სპორტული ფეხსაცმელების სტარტაპ Allbirds-სა და სპორტის გიგანტ Adidas-ს ეხება. კოლაბორაციის ავტორებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ შექმნან მსოფლიოს სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე დაბალი ნახშირბადის ნაკვალევს დატოვებს.
ნახშირბადის ნაკვალევი არის სათბურის აირების საერთო რაოდენობა, რომელიც ატმოსფეროში გაიფრქვევა ადამიანის ზემოქმედების, კომპანიების საქმიანობის, ღონისძიებების ან ნებისმიერი პირის შესაბამისი მოქმედების გამო. არსებითად, ნახშირბადის ნაკვალევს ორი მაჩვენებელი აქვს: პირველადი ან პირდაპირი კვალი და მეორადი ან არაპირდაპირი კვალი. პირველადი კვალი ჩანს ნახშირორჟანგის პირდაპირი ემისია, წიაღისეული საწვავის წვისაგან, რომელიც გამოიყენება ტრანსპორტირებისა და შინამეურნეობების ენერგიის მოხმარებაში. მეორეხარისხოვან ნაკვალევი აჩვენებს ნახშირორჟანგის არაპირდაპირ ემისიას, რომელიც გამოწვეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული პროდუქციის წარმოებით, გამოყენებითა და ნარჩენებით.
მდგრადი პროცესით შექმნილი სამოსი აუცილებელი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ყველა მწარმოებლისთვის და ასევე, მომხმარებლისთვისაც. ჩვენ გვჭირდება ფეხსაცმელი, რომელიც დიდხანს გაძლებს, თუმცა ჯერ კიდევ, ვხვდებით სწრაფი გზით მიღებულ პროდუქციას, რასაც დიდი ზიანი მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ Adidas და Allbirds, ამის შესახებ, სპეციფიკურ დეტალებს არ აზიარებენ, ცნობილია, რომ გეგმავენ თავიანთი კომპეტენციების გამოყენებას იმ ფეხსაცმლის შესაქმნელად, რომელსაც 2 კგ ნახშირბადი ექნება (როგორც წესი, საშუალოდ, სნიკერსის ტიპის სპორტული ფეხსაცმელების ბაზარზე, ის 12.5 კგ-ს უტოლდება ხოლმე). Allbirds-ის მიზანია, ხელახლა შექმნას სიკერსი“, – ამბობს ჯეიმს ქარნესი, ბრენდის სტრატეგი Adidas-ში. „ადიდასის“ მიზანია, მდგრადი მასშტაბური წარმოება“. იმედოვნებენ, რომ ფეხსაცმელს მომავალ წელს გამოუშვებენ.
კომპანიები წელიწადში 24 მილიარდ წყვილს აწარმოებენ. ეს კი, თავის მხრივ, ისეთი რესურსების მობილიზებას საჭიროებს, როგორიცაა: ზეთი, ტყავი და ბამბა. შემდეგ ამ პროდუქტების, მსოფლიო მასშტაბით, მიმწოდებლების კომპლექსურ ჯაჭვში გაგზავნა, რაც ასევე, პროცესის ყველა ნაწილში სათბურის გაზების გამოყოფასა და შესაბამისად, კლიმატის ცვლილებას აჩქარებს.
ნახშირბადის მავნებლობაზე საუბარი ბრენდებმა დიდი ხანი არაა, რაც დაიწყეს. Allbirds-მა საქმიანობას რომ შეუდგა, 2014 წელს, სურდა, სნიკერსის მწარმოებელი მეინსტრიმული ბრენდებისთვის ეკომეგობრული ალტერნატივა შეეთავაზებინა. ძირითადი ბრენდები ამ ინიციატივას გაჰყვნენ.
Adidas თანამშრომლობდა Parlay for the Oceans-თან – არაკომერციულ კომპანიასთან, რომელიც ოკეანიდან რეციკლირებულ პლასტმასის სნიკერსისა და ტანსაცმლის შესაქმნელად იყენებს… კომპანიამ, ასევე, ჩაუშვა FutureCraft Loop ინიციატივა, სრულად გადამუშავებული მასალისგან შექმნილი სპორტული ფეხსაცმლის წარმოების მიზნით.
პარტნიორობა Allbirds-სა და Adidas-ს შორის, შეიძლება, მოულოდნელად ჟღერს, რადგან ტექნიკურად, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. თუმცა ამ თანამშრომლობით, ორივე ბრენდს სჯერა, რომ თავიანთი კომპეტენციების გამოყენებით, ისინი ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სპორტულ ფეხსაცმელს შექმნიან. „როცა ვსაუბრობთ მდგრადობაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. მეტოქეობა მომავალში“, – ამბობს ტიმ ბრაუნი, Allbirds-ის თანადამფუძნებელი. „თუ სწრაფად არ შევცვალეთ რაღაცები, ის მომავალი არ გვექნება, რომელზეც საუბარს შევძლებთ“.
თანამშრომლობაზე საუბარი, ჯერ კიდევ, 1 წლის წინ დაიწყო. როცა ბრაუნი და კარნესი ერთმანეთს ღონისძიებაზე შეხვდნენ და პარტნიორობის შესახებ იდეა გააჟღერეს. კარნესი აღნიშავს, რომ დღეს, უკვე არაერთი ბრენდია ფოკუსირებული საკუთარი პროდუქტის გარემოსთვის ნაკლებად მავნე ნივთიერებებით შექმნაზე („ადიდასი“ სუფთა პლასტმასის ნაცვლად, გადამუშავებულ პლასტმასას, რაც შეეხება AllbIrds, ტრადიციული პლასტმასის ნავლად, ლანჩებისთვის შაქრის ქაფს იყენებდა).
„ბევრ კომპრომისზე გვიწევს წასვლა, როცა კონკრეტულ მასალას ახლით ვანაცვლებთ“, – ამბობს ბრაუნი. „ბრენდებს ძალიან კარგად შეუძლიათ ხოლმე იმ მასალაზე ხაზგასმა, რომელიც ეკომეგობრულია, თუმცა ამასთანავე, რომელიც გარემოს აბინძურებს, მასზე ყურადღებას არ ამახვილებენ. როცა ფოკუსი ნახშირბადზე გვაქვს, ამას ვერ დამალავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა იმ მასალაზე, რომელსაც ფეხსაცმლის დამზადებაში ვიყენებთ“.
Allbirds გამჭვირვალე იყო და ღიად საუბრობდა ნახშირბადის კვალის შესახებ, რომელიც მის თითოეულ სნიკერსში, დაახლოებით, 7.6 კგ-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს, კომპანიამ თითოეული ფეხსაცმელი ეტიკეტით გამოუშვა, რომელზეც დატანილი იყო რამდენი კგ მავნე ნივთიერება იქნა გამოყენებული წარმოების პროცესში. მიზანი იყო მომხმარებლებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რა გავლენას ახდენდა პროდუქტი კლიმატზე.
იმის გამო, რომ Allbirds– ს ნახშირბადის კვალის შემცირება და მასშტაბურად, ასეთი სპორტული ფეხსაცმლის წარმოება არ შეეძლო, საჭირო გახდა სიტუაციაში ისეთი გავლენიანი ბრენდის შემოსვლა, როგორიც „ადიდასია“.
მოკლედ, მომავალ წელს ველით მსოფლიოში ყველაზე მდგრად სპორტულ ფეხსაცმელს, მანამდე კი, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მიზნით წამოწყებული ინიციატივები, კიდევ უფრო მეტი ბრენდის დღის წესრიგში დადგება.