in

Adidas ახალ ბოტასს სოკოსგან დამზადებულ ყუთში ათავსებს

Adidas Originals და ქუჩის ტანსაცმლის დიზაინერი დენიელ ბეილი ქაღალდის ყუთებს აბრუნებენ. ახალი ბოტასის OZLUCENT-ის შეფუთვა შაქრის ლერწმისა და ცელულოზისგან დამზადდა, ხოლო მისი ზედაპირი სოკოს მიცელიუმით შეიქმნა. 

ყუთი კვლევითი და განვითარების სტუდიის Black Ink Projects-ისა და Magical Mushroom Company-ის დახმარებით შეიმუშავეს. მათ ბიოდეგრადირებადი სოკოს მასალის შექმნა მოახერხეს, რაც, თავის მხრივ, პოლისტირონის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.

სოკოს ყუთები წყალგამძლეცაა და მიწაში სულ რაღაც 45 დღეში იშლება. მისი შერევა საკვების ნარჩენებშიც შეგიძლიათ, რათა ბიოგაზის ალტერნატივად, ელექტროენერგიად თუ საწვავად გარდაიქმნას. თუმცა ეს არ არის ერთჯერადი, მის გამოყენებას მშრალ პირობებში 30 წლის მანძილზე მოახერხებთ.


საინტერესოა ისიც, რომ ფეხსაცმელი პატივს მიაგებს მთვარე მედუზის, ე.წ. აურელია აურიტას სიცოცხლის ციკლს. რეზინის სილუეტი ოკეანის ფსკერის დეტალებითაა სავსე, მის დაივინგით შთაგონებულ წინდებში კი წყალთან უფრო მეტ საერთოსაც აღმოაჩენთ.

Squarespace-ის ახალ კამპანიაში ცბიერი მეზობლები ჭორაობენ

კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენა გარემოზე