in

ემოციური ინტელექტის მაგალითი Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორისგან

სულ რაღაც ორიოდ წლის წინ Adidas სასოწარკვეთილების პირას იყო, რადგან პოსტპანდემიურ სამყაროსთან ადაპტაციისთვის იბრძოდა. ყველაფერი ცუდად წავიდა მას შემდეგ, რაც ბრენდის კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყდა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში 794 მილიონი დოლარი დაკარგა…

ამგვარი დაბრკოლებების გამო, Adidas ყოფილ თანამშრომელს დაუკავშირდა და ახალ აღმასრულებელ დირექტორად მოიწვია.საუბარია ბიორნ გულდენზე, რომელმაც ბოლო ათწლეული კონკურენტ Puma-ში გაატარა — სწორედ მისი მეშვეობით გაუმჯობესდა პუმას წარმადობა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ადიდასი ყოფილა — ბიორნის დაბრუნებიდან მალევე, ბრენდის აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა. ბევრი ამ მოვლენას „გულდენის შესაძლებლობას“ უწოდებს.

ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივყვეთ, პირველი, რაც გულდენმა გააკეთა, თავისი პირადი ნომრის 60 000 თანამშრომლისთვის გაზიარება იყო. „თანამშრომლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლიდერთან კავშირი. თუ რაიმე მნიშვნელოვნის გაზიარება ენდომებათ, პირდაპირ გამიზიარებენ სათქმელს. რა თქმა უნდა, ასეულობით და ათასეულობით შეტყობინება არ მომდის მათგან. უბრალოდ, საერთო აზრსა თუ პრობლემას ვისმენ“, — აღნიშნა ბიორნმა. რეალურად, ეს ემოციური ინტელექტის ბრწყინვალე მაგალითია; ემოციების მართვისა და გამოყენების უნარი — სწორედ აქედან მომდინარეობს ყველა ბიზნესლიდერის ინოვაციური ხედვები.

მაგალითად, გულდენს შეეძლო, ეთქვა: „გამომყევით! ეს ადრეც გამიკეთებია. უბრალოდ, შეასრულეთ ის, რასაც ვამბობ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“. ამის ნაცვლად, მან ემოციურად ინტელექტუალური ლიდერობის არსებითი პრინციპი გამოიყენა: პატივისცემის მოსაპოვებლად და ნდობის გასამყარებლად, ჯერ უნდა მოუსმინოთ.

„ასე შეძლებთ იმის უზრუნველყოფას, რომ ყველას გონებაში ჩაინერგოს ერთი აზრი: ყველას აქვს ხელმძღვანელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება. თანამშრომლებთან მჭიდრო კავშირი კი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევაში დაგეხმარებათ“, — განმარტავს გულდენი.

თავის მხრივ, ეს მიდგომა მენეჯმენტის უფრო ფართო სურათსაც გვანახებს. ბიორნისთვის სწორი მენეჯმენტი დეცენტრალურ ორგანიზაციულ სტრუქტურაზეა აგებული, რაც იერარქიულ წყობას უპირისპირდება. ამგვარი თავისუფალი აღქმა კი კომპანიას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. „თუ რეალურად მოუსმენთ თანამშრომლებს, დიდ უპირატესობას მიიღებთ წარმატებისთვის“.

Lenovo-ს ახალი ფუნქციით მომხმარებლები ონლაინ შეხვედრიდან შეუმჩნევლად გავლენ

რას „ასწავლის“ ალფრედ ჰიჩკოკი ბრენდებს?