Adidas-მა სარეკლამო კამპანია Here to Create-ის ფარგლებში მორიგი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ბრენდმა სააგენტო 72andSunny-თან თანამშრომლობით მოამზადა. ვიდეოში Calling All Creators, მრგვალ მაგიდას სხვადასხვა სფეროს ისეთი წარმატებული წარმომადგენლები უსხედან, როგორებიც მაგალითად მესი, დეივიდ ბეკჰემი, პოლ პოგბა, ჯეიმზ ჰარდენი, ფარელ უილიამსი, მოდელი კარლი კროსი, დიზაინერი ალექსანდრ უონგი და სხვები არიან. თავიანთი მიღწევებით უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს ადამიანები შემოქმედების იმ მნიშვნელობას გვიხსნიან, რაც რეალურად წარმოუდგენელ მწვერვალებს აღწევს, ამასთან ღირებულ სიახლეებს ქმნის.
https://www.youtube.com/watch?v=sLmpxY_XRMU