სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელების უცნაური გვარების წაკითხვა, გამოთქმა ისედაც რთულია ხოლმე, მაისურებზე დატანილი გაურკვეველი ფონტები კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე მატჩებზე საზოგადოებამ არაერთი გაურკვეველი გვარი დააფიქსირა, ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა Adidas-ის მიერ მომზადებული მაისურები, უფრო კონკრეტულად კი ფეხბურთელ ჯულიან დრაქსლერის ფორმა და გვარი აღმოჩნდა, რომელსაც გულშემატკივარმა არაერთი სახალისო ინტერპრეტაცია მოუძებნა.




















