in

Adidas 70 წლისაა!  – ახალი კამპუსი და ბრენდის სამომავლო გეგმები 

18 აგვისტოს, ​Adidas-ის დაარსებიდან, 70 წელი სრულდება. კომპანიამ საიუბილეო თარიღის უკვე აღნიშნა – ბავარიის ქალაქ ჰერცოგენაურახში, სტადიონის ფორმის შენობა World of Sports გახსნა, რომელსაც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ეყოლება. Reuters-ის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას ის სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, ვისთანაც „ადიდასი“ წლების მანძილზე თანამშრომლობდა/თანამშრომლობს და მათ საქმიანობას უჭერს მხარს: ვეტერანი ჩოგბურთელი სტენ სმიტი, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფილიპ ლამი, ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი ფარელ უილიამსი და სხვა. სტუმრებმა Adidas-ის უნიკალური მოდელების გამოფენაც იხილეს.

BOG
BOG

 

სტენ სმიტი Adidas-ის კამპუსის გახსნაზე/Photo Credit: REUTERS/Andreas Gebert

„ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და ფესვებით ჰერცოგენაურახში. ახლა, აქ ორ მოვლენას აღვნიშნავთ: პირველი – შეგვიძლია გავიხსენოთ „ადიდასის“ 70 წლიანი წარმატება. მეორე – ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ჰერცოგენაურახის ფილიალების ყველა თანამშრომელი ერთ კამპუსში World of Sports-ში იმუშავებს. ჩვენს სამუშაო გარემოს, მსოფლიოში, ანალოგი არ აქვს: თანამედროვე შენობები, არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო, რომელიც სპეციალურად „ადიდასის“ უნიკალური კულტურისთვის შეიქმნა და რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი სპორტული აღჭურვილობები ჩვენს კამპუსში. ეს ყველაფერი, სამომავლოდ, იდეალურ პოზიციაში გვაყენებს. ბუნებრივია, გავაგრძელებთ საერთაშორისო მასშტაბით ზრდას“ – აღნიშნა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ რორსტედმა.

Photo Credit: Adidas.com

Adidas-ის ისტორია სწორედ ბავარიის ქალაქ ჰერცოგენაურახში დაიწყო – 1924 წელს, აქ ძმებმა ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა, ფეხსაცმლის ქარხანა გახსნეს, სადაც სპორტული ფეხსაცმლისთვის რკინის წვეტებს, ე. წ. შიპებს ამზადებდნენ. მოგვიანებით, მათ ცალ-ცალკე კომპანიები ჩამოაყალიბეს: 1949 წელს ადოლფ დასლერმა Adidas დააარსა, რუდოლფ დასლერმა კი, ერთი წლით ადრე, Puma დაარეგისტრირა. წლების მანძილზე, ეს ორი კომპანია, ბაზრის უპირობო ლიდერი იყო. 1980-იანი წლებში პირველობა ამერიკულმა ბრენდმა Nike-მა მოიპოვა, Adidas და Reebok [ბრენდი, რომელიც მოგვიანებით იყიდა „ადიდასმა“] მეორე ადგილზე გადავიდა, Puma კი, მსოფლიო ბაზარზე, გაცილებით დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „ადიდასისა“ და „პუმას“ სათაო ოფისი დღემდე ჰერცოგენაურახშია, სადაც ათასობით თანამშრომელი ჰყავთ.

სერიალ Friends-ის შთაგონებით, LEGO-მ სპეციალური ნაკრები შექმნა

“ცოტა მოწევაც ბევრია, მანქანის სამართავად” – McCann-ის კამპანია