29
Oct
2019

Adidas-ის გამოწვევა – ახალგაზრდა დიზაინერებმა საკულტო Campus განაახლეს 

29 Oct 2019

Adidas-მა, ერთგულ მომხმარებლებს, არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა. ახალგაზრდა დიზაინერებმა 80-იანი წლების საკულტო მოდელის, Campus-ის თანამედროვე სილუეტები შექმნეს. ეს იყო გამოწვევა Adidas-ის MakerLab-ის ფარგლებში.

Adidas’ MakerLab ბრენდის სპეციალური პლატფორმაა დამწყები დიზაინერებისთვის. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი ჩანაფიქრები და იდეები რეალობად აქციონ. ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები Adidas-ის  ბრენდის კრეატიული კონცეფტისა და ამბის თხრობის დირექტორმა ხოსე კაბაკომ შეარჩია – ელენ კირკუმის, ალექს ნეშისა და შუნ ჰიროუსის „დავალება“ იყო, წარმოეჩინათ Campus 80s-ის სილუეტის ახლებური, ინდივიდუალური ხედვა. ბრენდმა მათ სამუშაოდ ყველანაირი პირობა შეუქმნა – მისცა საჭირო ინსტრუმენტები, ინფრასტრუქტურა, საარქივო მასალები და გაუზიარა ექსპერტული ცოდნა. დიზაინერებს ყველა რესურსი ჰქონდათ, რომ შეუზღუდავად ემუშავათ. ახალი მოდელების შესაქმნელად მათ 10 ჰქონდათ.

Campus 80s-ის ახალი სილუეტისთვის, ჰელენ კირკუმმა, ხორკლიანი და უსწორმასწორო ზედაპირი შეარჩია. ესკიზისთვის საარქივო მასალები გამოიყენა. უკვე მზა ბოტასებზე კი მთელი სამუშაო პროცესის ამსახველი პატარა ჩანაწერები დაამაგრა.

ალექს ნეშმა, სალაშქრო სტილისა და ე.წ. მოკასინების ნაზავი შეარჩია, რაც შეეხება ფერებს, ახალი სილუეტისთვის, მკვეთრი ტონები გამოიყენა.

შინ ჰიროუსმა, რომელიც, ასევე, Recouture-ს სახელითაა ცნობილი, ორი მოდელი გააერთიანა და დიზაინი მუქი ლურჯის, თეთრის, წითლისა და ნაცრისფერის გამოყენებით შექმნა.

დიზაინერები  Adidas-ის სათაო ოფისში, ჰერცოგენაურახში [გერმანია] მუშაობდნენ. ბრენდმა, მთელი პროცესი, მოკლემეტრაჟიან ფილმში “adidas Campus 80s MakerLab Documentary” აჩვენა.

 

ეს გამოწვევა Adidas-ისთვის პირველი არ იყო. ბრენდმა, გასულ წელს, სამი დიზაინერი, ერთ-ერთი მარათონისთვის Originals-ის ახალი სილუეტის შესაქმნელად შეკრიბა. მოგვიანებით, ეს ბოტასები, მათ, Paris Men’s Fashion Week-ზე წარადგინეს.

განხილვა