7
May
2019

Adidas-მა ახალი კოლექცია Marvel-ის სუპერგმირებს მიუძღვნა

7 May 2019

სანამ Marvel-ის კომიქსები სხვადასხვა თაობის მაყურებელს ართობს, Adidas-მა მისი სუპერგმირების შთაგონებით, სპორტული ფეხსაცმლის ახალი კოლექცია წარადგინა.

გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, ამ “Heroes Among Us” ჰქვია. ბრენდმა სპორტული ფეხსაცმლის ახალი კოლექციის შესაქმნელად 6 ცნობილი კალათბურთელის: ჯეიმს ჰარდენის, დამიან ლილარდის, ჯონ უოლის, კენდის პარკერის და ტრეისი მაკგრედის სტილი გამოიყენა.

ახალი სერია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. კოლექციაში ბავშვისა და მამაკაცის მოდელები შედის, რომლებიც, ბრენდის ვებგვერდზე,  $90-დან $140-მდე ღირს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოდელი Marvel-ის კონკრეტულ გმირს ეძღვნება და მისი სახელი ჰქვია.

Marvel’s Black Panther x Adidas Dame 5

Marvel’s Iron Man x Adidas Harden Vol. 3

Marvel’s Captain America x Adidas N3XT L3V3L

Marvel’s Captain Marvel x Adidas Pro Vision

Marvel’s Nick Fury x Adidas T-Mac 1

Marvel’s Thor x Adidas Marquee Boost

განხილვა