in

ადიდასმა მარათონელების ენერგია ქვაზე დადო, არბენინა და წინ დაახვედრა

ადიდასმა თებერვალში ახალი ბოტასები Adidas Energy Boost გამოუშვა.

ბოტასები უნიკალაური ტექნოლოგიით არის დამზადებული, ისინი რეალურად ეხმარებიან ენერგიის შენახვაში და დაბალანსებაში, რაც მარათონზე სირბილს უფრო იოლს ხდის, რაც თავის დროზე მარათონელს მიზნის მიღწევაში ეხმარება.

2013 წლის აპრილში, სანტიაგოში, სადაც საერთაშორისო მარათონი გაიმართა ადიდასმა სანტიაგოს მარათონის ექსპოს მისაღებში დიდი თაღი გააკეთა, რომელშიც მარათონის მონაწილეების გასვლის შემდეგ გამოყოფილი ენერგია ინახებოდა.

კომპიუტერის მეშვეობით შემოსულ მორბენალთა რაოდენობას ითვლიდნენ და ინდივიდუალური ნომერი რიგდებოდა.  მონიტორზე კი, ასახული იყო თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა თაღის ქვეშ და რამდენი ჯოული ენერგია შეგროვდა.

ჩნდება კითხვა ვის მოხმარდა შეგროვილი ენერგია? რაღა თქმა უნდა მარათონელებს. მარათონის ბოლო მონაკვეთში თოთოეულ მორბენალს,  ადიდასი დიდი მონიტორიდან მადლობას უხდიდა და ამხნევებდა.

ჰერმესის ბურთი 13,000-ად

ბიზნესის განვითარების ფორუმი – ორდღიანი კონფერენცია და გამოფენა თბილისში