ქალთა ფეხბურთის მხარდაჭერა და, ზოგადად, ქალების სპორტში ჩართულობა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა… თუნდაც იმიტომ, რომ კულტურული ნორმები ბევრ ქვეყანაში უშლის ახალგაზრდა გოგონებს ხელს, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. ამგვარად, ჯერ Lay’s-მა ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი ქალი კომენტატორების მხარდასაჭერად, ახლა კი Adidas Female Field-ს გვთავაზობს…
თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ ქალების სპორტში ჩართულობის მხრივ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა არაბულ ქვეყნებში, ამ სოციალურ წნეხს კი საკმაოდ ცუდ სტატისტიკამდე მივყავართ — არაბი გოგონების 73% 14 წლის ასაკში უარს ამბობს სპორტზე… თუმცა ახლა Adidas-მა სწორედ ამ ბარიერის დამსხვრევა და ქალი სპორტსმენების ახალი თაობის შთაგონება დაისახა მიზნად.
ბრენდმა Havas Middle East-თან პარტნიორობით Female Field-იც შექმნა: „მსოფლიოში პირველი გენდერული ნიშნით განსაზღვრული სათამაშო მოედანი“. თუმცა მთავარი ამბავი აქ სახელის არაბულად წარმოთქმაში იმალება. ბევრი არაბული სიტყვა, რომელიც სპორტს უკავშირდება, იქნება ეს ბურთი, სირბილი, ხტუნვა თუ გოლი, გრამატიკულად ფემინურია. ასეა Ta’Marbuta-ს შემთხვევაშიც, თავისი დამწერლობით წრეს მოგაგონებთ თავზე ორი წერტილით და იგი სწორედ ამ ფემინურობის აღნიშვნაზეა პასუხისმგებელი.
ამგვარად, ადიდასმა ინსპირაცია ლინგვისტიკიდან აიღო და დუბაიში მოედნები ორი პატარა წერტილის დამატებით Female Fields-ად აქცია. ასე კი სპორტის ტრადიციული აღქმაც გამოიწვია, რომ თითქოს ფეხბურთი მხოლოდ კაცებს ეკუთვნით…