Adidas-მა თავისი პარტნიორი ეროვნული გუნდებისთვის, რომლებიც 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგებიან, ახალი ფორმები შექმნა. თითოეული მათგანი სავსეა ბუნების შეგრძნებით.
უახლესი ფორმები მოიცავს არგენტინის, კოლუმბიის, გერმანიის, იაპონიის, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებს. მანამდე კი სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა კოსტა რიკის, იტალიისა და იამაიკის ფედერაციებისთვის წარმოადგინა დიზაინი. მომდევნო თვეებში კი ფილიპინების ნაკრებისთვის გეგმავს.

გერმანიის მწვანე ტყეებით დაწყებული, იაპონიის მთით და კოლუმბიის მდინარით დასრულებული, მაისურები ყველაზე სუფთა პეიზაჟებს ასახავს. ეკოლოგიურ განვითარებაზე ზრუნვის პარალელურად, ყველა კომპლექტის 50% Parley Ocean Plastic-ისგანაა დამზადებული; ხოლო 50% — გადამუშავებული პოლიესტერისგან.

„ტურნირთან ერთად, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ტარდება, გვინდოდა, ნაკრებებისთვის საერთო თემა შეგვექმნა. ამავდროულად, მიზანი იყო ბუნებრივი გარემოს საოცრებების აღბეჭდვა“, — განმარტავს სემ ჰენდი, Adidas Football-ის პროდუქტისა და დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი.















