დიზაინერები ფიქრობენ, რომ სმარტფონებმა ბოლო დროს ხასიათი დაკარგა, ბაზარი ერთფეროვნებითაა გაჯერებული… სწორედ ამის გამო ჩაერთო როლექსიც ამ ამბავში და ახლა უკვე ადიდასიც. უფრო სწორად FOG-ის ტელეფონის კონცეფციაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც Adidas-ისთვის შეიქმნა. მისი ავტორი 2-LA Design-ია, რომელმაც ჩვენთვის კარგად ცნობილი 3-ხაზიანი ლოგო აიღო და ტელეფონზე გადმოიტანა, თუმცა უბრალოდ კი არ დაახატა, არამედ კამერის ფუნქციაც შეათავსებინა.
„დიზაინში ყველა ელემენტი, იქნება ეს სილუეტი, ლოგო თუ უფრო რთული დეტალები, წმინდა მიზანს უნდა ემსახურებოდეს, შეუფერხებლად ერწყმოდეს საერთო ესთეტიკის სიმფონიას“, — აცხადებს 2-LA Design.
ეს იდეა კარგად ჩანს Adidas FOG Phone-ში, არსებული სმარტფონებისგანაც განსხვავდება და მინიმალისტურ სტილსაც ინარჩუნებს, არც სხვა ბრენდების ტელეფონში აგერევათ, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ დიზაინერის ფანტაზიის ნაწილია. და რას იზამდით, Adidas-ს კონცეფცია რეალობად რომ ექცია?!