in

მესი, ბექჰემი და ბელინგემი Adidas-ის რეკლამაში გამოჩნდნენ

BOG
BOG

ყველაფერთან ერთად, ზაფხული საფეხბურთო მატჩების სეზონადაც ითვლება, ამიტომ Adidas-მა გადაწყვიტა, იმაზე ელაპარაკა, რაც ხანდახან ყურადღების მიღმა გვრჩება — რომ მოლოდინები თითოეულ მოთამაშეზე დიდ ზეწოლას ახდენს, განსაკუთრებით საერთაშორისო მატჩებისას. ეს კვლევამაც დაადასტურა, რომლის თანახმადაც, მოთამაშეები 3-ჯერ უფრო ხშირად აცილებენ პენალტს, როცა ეროვნულ გუნდში თამაშობენ და არა, კლუბში.

ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ფეხბურთელებს ზაფხულის მატჩების წინ, რადგან ისინი ამჟამინდელი და მომავალი სპორტსმენების თაობის შთაგონებას აგრძელებენ. კამპანია შეგვახსენებს, რომ ზეწოლას ნებისმიერ დონეზე შეიძლება განიცდიდე, მიუხედავად აღიარებისა და მიღწევებისა. გვსურს, ნეგატიური ზეწოლა შევამსუბუქოთ და წავახალისოთ ყველა დონის მოთამაშე, ხელახლა დაუკავშირდნენ იმას, რამაც ფეხბურთის სიყვარულისკენ უბიძგათ, — ამბობს ფლორიან ალტი, Adidas-დან.

ამგვარად, რეკლამის გმირები ჯანლუიჯი დონარუმა, ჯოვანი რეინა, უსმან დემბელე, პედრი, ჯუდ ბელინგემი და ლეო მესი არიან. დევიდ ბექჰემი კი ამბავს დეივიდ ბოუის ლეგენდარული სიმღერის ფონზე გვიყვება:

You Got This მიზნად ისახავს, სპორტსმენებს შეახსენოს, საიდან გაუჩნდათ სიყვარული თამაშის მიმართ და როგორ შეუძლიათ ოცნებების რეალობად ქცევა მაშინ, როდესაც მხარს გულშემატკივრები უჭერენ.

როცა პირველად თამაშობ საკუთარი ეროვნული გუნდისთვის, ეს დიდ წნეხს უკავშირდება, რომელთანაც სწრაფადვე უნდა ადაპტირდე. ადრეული ასაკიდან თამაშით მივხვდი, რომ ეს ზეწოლა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რის გამოც რთულიც შეიძლება იყოს წნეხის ქვეშ თამაში. თუმცა ამაში შემდეგი რჩევა მეხმარება — უნდა გახსოვდეს, რატომ თამაშობ. ჩემთვის ზაფხულის ტურნირში ჩართვა თამაშის სიყვარულით აიხსნება, რა დროსაც თან მახლავს ზეწოლა, რომელიც მიბიძგებს, მივაღწიო ჩემს მაქსიმუმს…, — აცხადებს ჯუდ ბელინგემი, ინგლისის ნახევარმცველი. 

ლიბერთის სიახლე ჩვენიანებს: ახალი ანაბარი „შემნახველი მეტი“

გველი InkBand-ის რებრენდინგის ინსპირაციად იქცა