in

adidas-მა პოლ პოგბას ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მარკეტინგულ კამპანიად წარმოგვიდგინა

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა, რომელიც იუვენტუსში თამაშობდა, 105  მლნ  ფუნტ სტერლინგად მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. რეკორდულად ძვირადღირებული ტრანსფერის გარშემო ატეხილი ხმაური ყველაზე კარგად adidas-მა გამოიყენა.

მანჩესტერ იუნაიტედის სპონსორმა, თავის არხზე რამდენიმე ვიდეორგოლი გაუშვა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს 13,2 მლნ ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში, რაც ზრდის ფეხბურთელისა და გუნდის ცნობადობას. შესაბამისად, იზრდება გაყიდული მაისურების რაოდენობაც. ამ ვიდეორგოლებით adidas-მა  ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც გაზარდა. პოგბასა და გუნდს საუკეთესო ავტორიტეტს უქმნის ფრაზა – First Never Follows, რომელიც ვიდეორგოლების სლოგანია.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=67&v=geU8AxL460I

მანჩესტერ იუნაიტედს მსოფლიოს 6 დიდ ქალაქში თავისი ფანკლუბის ბაზა აქვს. ფანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, იზრდება სპონსორის მოგებაც. ასე ოსტატურად იყენებენ სოციალურ ქსელებს დიდი კომპანიები და ცნობილი ადამიანები. ეს გარიგება მარკეტინგული სიზუსტით შესრულდა, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. MU-ს გულშემატკივარს სიხარულისთვის არაჩვეულებრივი მიზეზი აქვს.

 

https://www.youtube.com/watch?v=5Jfn-U6EGzU

აბრაამ ლინკოლნი, ნილ არმსტრონგი და ყველაზე დაკავებული ადამიანი Samsung S7-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში

თბილი სახლი და მზრუნველი პატრონი თავშესაფრის ცხოველებისთვის – Horizon-ის ინიციატივა