3
Jul
2018

გზა ქუჩის ფეხბურთიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე! – Adidas გაბრიელ ჟესუსის შესახებ

3 Jul 2018

Elit Electronics


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, გაბრიელ ჟესუსი 16 წლის იყო და თავისი ქუჩის კედლებს ბრაზილის დროშის ნახატებით, ფავორიტი ფეხბურთელების სახელებით აჭრელებდა. ახლა კი, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში თავს ღირსეულად იმკვიდრებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ფეხბურთელი. Adidas-მა გადაწყვიტა სპორტსმენისთვის მადლობა განსაკუთრებული გზით გადაეხადა და მას სიურპრიზი მოუმზადა, ამასთან სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლიც გაავრცელა. ბრაზილიელები თვლიან, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი შესაძლებლობაა და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერში, რაც შეიძლება ორიგინალურები იყვნენ. სწორედ ამ ქვეყნიდანაა გაბრიელ ჟესუსი, რომელმაც ქუჩის ფეხბურთიდან გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიკვლია.

 

განხილვა