in

Adidas ჰომოფობიის წინააღმდეგ – ბრენდის ახალი კოლექცია

Adidas, ბრაზილიაში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდის. ბრენდმა, პრაიდის თვის [ივნისი] აღსანიშნავად, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალი კოლექცია Pride Pack გამოუშვა. საკომუნიკაციო კამპანიისთვის კი ბრაზილიელი მომღერალი და აქტივისტი, „დრეგ ქვინი“ პაბლო ვიტარი მიიწვია.

BOG
BOG

ახალი კოლექციის მაისურებზე, შორტებსა და ბოტასებზე, Adidas-ის ლოგო ცისარტყელას ფერებშია გამოსახული. ასეთივე დიზაინითაა გაფორმებული ბრენდის სპორტული ფეხსაცმლის ძირი.

Adidas-ში ამბობენ, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდიან და ამ კოლექციით, მხარს უჭერენ LGBT+ თემს. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ეს ერთგვარი პროტესტიცაა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განცხადებაზე – მან თქვა, რომ ბრაზილია გეი ტურიზმის სამოთხედ არ უნდა იქცეს, ქვეყანაში მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის სექსუალურ ურთიერთობას და შესაბამისად, ჰეტეროსექსუალ ტურისტებს მიესალმებიან.

რა მისცა სტუდენტებს Tbilisi School of Communication-მა და რა შეიცვლება მომავალ კურსზე?!

ბოტი, რომელიც თან გაზღვევს, თან გასაჩუქრებს