13
Mar
2019

Adidas-მა “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე კოლექცია შექმნა

13 Mar 2019

სანამ მსოფლიო “სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონის მოლოდინშია, “ადიდასმა” ბოტასების ახალი კოლექცია გამოუშვა, რომელიც სერიალის მოტივებზეა შექმნილი. მოდელის UltraBoots ახალ კოლექციაში ადვილად ამოიცნობთ ვესტეროსის სახლებით, ტარგარიენების დრაკონებით, თეთრი მოარულებითა და ღამის გუშაგებით შთაგონებულ დიზაინებს. ფეხსაცმლის ყოველი წყვილი PrimeKnit არის შესრულებული, ვესტეროსის სახლის მთავარ ფერს ასახავს და შესაბამისი გერბიც კი აქვს დატანებული.

mBank QR
mBank QR

ბოტასების წინასწარი შეკვეთა 20 მარტს, 48 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ხოლო 22 მარტიდან მაღაზიებშიც გაიყიდება. ფეხსაცმლის ფასი $200 იქნება.

განხილვა