in

Adidas x Gucci $1290-იანი ქოლგა, რომელიც წვიმისგან ვერ დაგიცავთ

რას შეიძლება ადამიანი ქოლგისგან ელოდეს? ალბათ, მინიმუმ იმას, რომ წვიმის დროს დასველებისგან დაიცავს… თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, Adidas-ისა და Gucci-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი ქოლგა წყალგაუმტარი არ არის — ქოლგა, რომლის ღირებულებაც 1 290 დოლარს აღწევს.

დიახ, ქოლგის ვიზუალური მხარე ნამდვილად შთამბეჭდავია — “GG” მონოგრამით, სამყურას ფორმის ორნამენტით და მწვანე და წითელი სამმაგი ზოლებით. როგორც Gucci გვაფრთხილებს, მისი გამოყენება წვიმაში არც კი უნდა ვცადოთ, რადგან აქსესუარი მხოლოდ მზისგან დასაცავად ან დეკორატიული დატვირთვით თუ გამოგვადგება.

მიუხედავად თანდართული აღწერისა, მომხმარებლები მაინც იმედგაცრუებას გამოთქვამენ და „არაწყალგაუმტარის“ ჰეშტეგსაც იყენებენ სოციალურ ქსელებში. ამის საპასუხოდ, კომპანიამ ჩინეთში სიტყვა „ქოლგა“ „პარასოლით“ ჩაანაცვლა.

ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში პროდუქტს „მზის ქოლგას“ უწოდებენ. თუმცა არ იფიქროთ, რომ ის მზისგან ისე დაგიცავთ, როგორც SPF-ის შემცვლელი სპეციალური კრემები. ამრიგად, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, როდესაც 1 290 დოლარიან „საფარს“ მოიხმართ.

ეროვნული ბანკი ეკონომისტის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებს შეხვდა

„არც კი მჯეროდა, რომ გამოვიდოდა“ – „ფოსტა“ ბარი ამბროლაურში