თუ საფეხბურთო კამპანიები ძირითადად გამარჯვების ბედნიერებას ეხება, Adidas კამპანიას იმ გულშემატკივრებს უძღვნის, რომლებიც იმედგაცრუებულნი რჩებიან ხოლმე… იმ ახალი თაობის მოთამაშეებსაც, რომლებიც წელს გერმანიაში წარმატების მიღწევისკენ ისწრაფვიან, მათ შორისაა ჯუდ ბელინგჰემიც, რომელიც წარსულ იმედგაცრუებას გადალახავს. აქ ისეთ ცნობილ სახეებსაც ნახავთ, როგორებიც დევიდ ბექჰემი და ფრენკ ლემპარდი არიან, რომლებიც უკვე საკუთარი ტურნირების ისტორიას გვიზიარებენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიუჟეტი საკმაოდ ახლოსაა ქართველი გულშემატკივრებისა თუ ფეხბურთელების ისტორიასთან, მაგრამ თუ ჩვენთვის ზღაპრის ბოლო კეთილია, ადიდასისთვის ნარატივი Beatles-ის Hey Jude-ის ტექსტს მიჰყვება, სადაც To make it better-ის გაჟღერების შემდგომ, ყველაფერი იცვლება:
ალბათ, You Got This-ზე ბრენდის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული Football Anthem Film გაგახსენდათ, რომელიც გულშემატკივრების მოლოდინებსა და მოთამაშეებზე არსებულ ზეწოლას ეძღვნებოდა…
რაც შეეხება Adidas-ის უახლეს სარეკლამო კამპანიას, მასზე Hill & Knowlton-ის სააგენტომ იმუშავა.