„ადიდასის“ ახალი თაობის ბოტასი „ლეგოს“ მოყვარულებს დიდ სიურპრიზს სთავაზობს. ულტრათანამედროვე სარბენი ფეხსაცმელი „ადიდასის“ ლეგენდარულ სამზოლიან სიმბოლოს ლეგოს ხაზებით იმეორებს, სამზოლიანი ლოგო ამ დიზაინის ბოტასზე ნამდვილი ლეგოს აგურებითაა დამზადებული. მოდელს, ყიდვის დროს, სხვადასხვა ფერის აგურები მოჰყვება, შესაბამის მფლობელს სასურველი კომბინაციის მიღება საკუთარი სურვილიდან გამომდინარე შეეძლება.
The new customisable Ultraboost DNA x LEGO Plates running shoes. LEGO Plates included.#adidasxLEGO pic.twitter.com/HvhYOZex6n
— LEGO (@LEGO_Group) April 7, 2021
ახალი უნიკალური თვისებების მქონე ბოტასის შეძენას 200 $-ის სანაცვლოდ მოახერხებთ. მაქსიმალურად ჯანმრთელი ქსოვილებით შექმნილი ფეხსაცმელი ლეგოს დეტალებს სხვა ადგილებშიც იმეორებს, ზედა ნაწილსა და ძირზე ლეგოს ლოგოები იქნება დატანილი, გამჭვირვალე ქსოვილები კი სხვადასხვა სახის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ქმნის.
ბოტასი ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო სატარებელია, განკუთვნილია ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის. „ადიდასმა“ რეალიზაცია უკვე დაიწყო, მოდელი სწრაფი ტემპით იყიდება და სავარაუდოდ, მალე ერთ-ერთი პოპულარული პროდუქცია გახდება.