სპორტულ ტანსაცმელზე შემჩნეული სამი ზოლი, რომელიც სამკუთხა ფორმაშია მოქცეული, როგორც წესი, Adidas-ს გვახსენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრენდის ახალი ხედვა ასეთია, რადგან ლოგოს წარწერა Adidas აღარ ექნება. გარდა სახელის ამოღებისა, ლოგოს სამ ზოლს შორის შეიცვალა მანძილი და დახრილობაც.

განახლებასთან დაკავშირებით, პირველი ინფორმაცია 2021 წელს გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბრენდი ლოგოს 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ცვლის. თუმცა, ყველაფერი უფრო ოფიციალური გახდა 2022 წლის იანვარში, როდესაც Adidas-მა გახსნა ეკოლოგიურად სუფთა ბრენდის ცენტრი Harajuku-ში, რომელზეც Adidas-ის ახალი ლოგოა გამოსახული.

FourFourTwo იტყობინება, რომ ახლანდელი ლოგო, შესაძლოა, მალე სრულად ჩანაცვლდეს და ის 2022/23 წლის საფეხბურთო სეზონში უკანასკნელად ვიხილოთ.












