12
Jul
2019

გოგონები, რომლებმაც ტალღები გადალახეს – Adidas-ის კამპანია

12 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


დიდ ბრიტანეთში, ფერადკანიანი გოგონების 70%-მა ცურვა არ იცის. ამის გამო, აფროამერიკელი ბავშვები 5.5-ჯერ უფრო ხშირად იხრჩობიან წყალში, ვიდრე თეთრკანიანი ბავშვები. მიზეზი მათი თმაა… ამ გოგონებისთვის თმა და ვარცხნილობა იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სოციალური წნეხი, რომ ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდნენ, ასევე, აუზის ქლორიანი წყალი და შესაბამისი ზომის წყლის ქუდის არქონა გოგონებისთვის ხშირად ხდება ცურვისგან თავის არიდების მიზეზი. აფროამერიკელთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, Adidas-მა დაიწყო კამპანია Make Waves With Waves, რომელიც აფროამერიკელ გოგონებს ცურვის შესაძლებლობას. კამპანია მოიცავს ცურვის უფასო გაკვეთილებს, ასევე, Adidas გამოუშვებს სპეციალურ წყლის ქუდებს, ყველა ტიპის თმისთვის, თმის მოვლის საშუალებებსა და ტუტორიალებს. ამგვარად, გოგონები შეძლებენ თავიანთ ტალღოვან თმასაც გაუფრთხილდნენ და წყლის ტალღებითაც დატკბნენ.

განხილვა