„შეუძლებელი არაფერია“, — დიდი ხნის წინ განაცხადა Adidas-მა. ახლა კი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნავად, სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა ლიონელ მესის 3D ილუზია შექმნა.
საგულისხმოა, რომ 2022 წელს მესიმ, რომელსაც ადიდასი აფინანსებს, ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა მუნდიალზე. საკულტო მომენტი აღბეჭდილია გიგანტურ ეკრანზე, რომელიც ყველა კუთხიდან განსხვავებულად გამოიყურება. ამ ყველაფრის უკან დუბაის სარეკლამო სააგენტო TBWA\Worldwide დგას.
რამდენადაც ადამიანებს სურთ, რომ ეს აქტივაცია რეალური იყოს, მოძრავი სურათი კომპიუტერით არის გენერირებული. გარდა ამისა, Vertex CGI-მა, რომელიც ასევე მონაწილეობს კამპანიაში, ფოტო მსოფლიოს ყველაზე დიდი ჩარჩოსთვის დააპროექტა.