in

„ჩვენ ისევ შევეჯიბრებით!“ – მომავლის იმედი Adidas-ისგან სპორტის გულშემატკივრებს

„ადიდასი“ სპორტის გულშემატკივრებს მომავლის იმედს ახალი კამპანიის – „ჩვენ ისევ შევეჯიბრებით“ საშუალებით აძლევს.

რეკლამა შექმნილია სააგენტო Iris-ის მიერ, რომლის სიუჟეტშიც თავიდან ცარიელ სტადიონებსა და დახურული სათამაშო მოედნებს ვხედავთ, შემდეგ კი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებიდან, ათლეტების შეჯიბრებების მომსწრენი ვხდებით.

კადრებს ამერიკელი რეპერის  – Princess Nokia-ს ხმა ადევს, რომელიც გვაუწყებს, რომ ჩვენ ისევ ვირბენთ, ისევ გავოფლიანდებით, ვივარჯიშებთ, ვიფრენთ, მოვიხიბლებით ლეგენდარული სპორტსმენებით!

ნახეთ ვიდეორგოლი:

„აჭარაბეთზე“ პოკერის ტურნირების სერია გაზრდილი საპრიზო ფონდით გრძელდება

ვებგვერდი, სადაც მიმებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის