in

adidas-ის სპორტული ფეხსაცმელი, რომლითაც 1 წელი უფასოდ მგზავრობა შეგიძლიათ!

როგორც კი Adidas-მა თავისი ახალი სპორტული ფეხსაცმლის ბერლინში გამოსვლა დაანონსა, მომხმარებელმა კარვები, საჭმელები, თბილი ტანსაცმელი მოიმარაგა და მაღაზიების წინ 3 დღით ადრე რიგის დაკავებას შეუდგა. საქმე ის არის, რომ ახალი ფეხსაცმელი გარდა ლამაზი და დახვეწილი დიზაინისა, ერთ განსაკუთრებულ დანიშნულებასაც ატარებს. ფეხსაცმელი ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ წლიან აბონემენტს “შეიცავს”. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ გერმანიის ტრანსპორტის ფერებში შექმნილი, დახვეწილი ვიზუალის მქონე ფეხსაცმლით მომხმარებელს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა შეუძლია. ამას გარდა, მთავარი მიზეზი, რამაც 3 დღიანი რიგი გამოიწვია, ფეხსაცმლის ღირებულება გახლავთ. პროდუქტი 180 ევრო ღირს, ერთ წლიანი მგზავრობის აბონემენტი კი 761 ევრო, ფაქტია, რომ მაღაზიის წინ დაძინებას საფუძვლიანი არგუმენტი აქვს. თუმცა, adidas ბოლომდე ხელგაშლილიც არ გამოდგა, რადგან გაყიდვაში მხოლოდ 500 წყვილი ფეხსაცმელი ჩაუშვა. უჩვეულო პროდუქტისა და მისთვის შექმნილი სარეკლამო კამპანიის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მეტი მგზავრის მოგროვება და ქუჩებში ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა.

BOG
BOG

Nike-ისა და პოლ ჯორჯის ერთობლივი სპორტული ფეხსაცმელი PlayStation-ის სტილში

ქუჩის სპორტი და ურბანული თამაშები Nokia-ს ვიდეორგოლში