ნამდვილი შემოქმედისთვის არც საზღვრები არსებობს და არც საბოლოო დანიშნულების კონკრეტული წერტილი. მსგავს პოზიციას ირგებს საკუთარ თავზე adidas-იც, რომელიც სულ სიახლეების ძიებაშია და ყოველ ჯერზე განსხვავებული, კრეატიული პროდუქციის შექმნას ისახავს მიზნად. კომპანიის ახალი მუსიკალური სარეკლამო ვიდეორგოლიც, რომელიც მისთვის სააგენტო Johannes Leonardo-მ შექმნა, სწორედ ამ მისწრაფებებს გამოხატავს. 90 წამიანი სანახაობა adidas-ისთვის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დამახასიათებელ სტილშია შექმნილი.
https://www.youtube.com/watch?v=xtQ6Aak9Kpk