სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა “Adidas Originals”-მა ქუჩის მოდა და ალტერნატიული ხელოვნება ZX Flux-ის საიმიჯო კამპანიაში გააერთიანა.
რამოდენიმე ქალაქში შეირჩა არტისტები, რომლებმაც მათ წარმოსახვაში მყოფი ქალაქის “ახალი სახე” ადიდასის ბოტასებზე გადაიტანეს იმ განსხვავებით, რომ ჩვეულებრივი ბოტასების მაგივრად უზარმაზარ, 300 ტონიან ბოტასებზე მუშაობა მოუწიათ.