Adidas Originals-მა ჩენგდუს ქუჩები გიგანტური პანდებით აავსო, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები სამზოლიან სპორტულებში გამოაწყო. რაღა თქმა უნდა, ასე მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა სურდა და გამოუვიდა კიდეც. მით უმეტეს, რომ პანდები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებლები, ზოგს ყავის ჭიქით დაინახავთ, ზოგს ავტობუსის გაჩერებაზე უსაქმურად მდგომს, ზოგსაც კი ტელეფონით ხელში…

კამპანიის ფარგლებში გიგანტური პანდები adidas Originals-ის ფლაგმანურ მაღაზიასა და მიმდებარე სატრანსპორტო კვანძებთან გვხვდება.

სანახაობრიობას თავი რომ დავანებოთ, სელფების სამიზნეც გახდა. ამგვარად, Panda Station-ის აქტივაცია ისედაც პანდემის მსოფლიო დედაქალაქს საყვარელი პერსონაჟების Live გალერეად აქცევს.

ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც ეროვნული სიმბოლო და ჩინეთის რბილი ძალის დიპლომატიის ძირითადი ელემენტი, პანდა კულტურულ წონას ატარებს. ასე აქტუალობასა და ისტორიას შორის ავლებს ხიდს და ვიზუალურად მიმზიდველი ხდება.















