გლობალური ბრენდების კოლაბორაცია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, სწრაფად ექცევა. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა საუბარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კომპანიებზეა. Adidas-ისა და Prada-ს შესაძლო თანამშრომლობაზე, მედია, რამდენიმე თვეა აქტიურად წერს, თუმცა, ოფიციალურად, აქამდე არც ერთს არ დაუდასტურებია. როგორც ჩანს, ამის დროც დადგა – ახალი ამბავი, მომხმარებელს, ბრენდებმა თავად აცნობეს.
https://www.instagram.com/p/B4jvSTdDWw5/
#PradaforAdidas – ასე წარადგინეს, Adidas-მა და Prada-მ ერთობლივი ნამუშევარი. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ მათ ფეხსაცმლის 2 მოდელი შექმნეს, რომელიც ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება და სავარაუდოდ, $350 ეღირება.
https://www.instagram.com/p/B4jvLwMoT_1/












