Adidas-მა თავისი ერთ-ერთი განსაკუთრებული მოდელი Predator-ი კიდევ უფრო დახვეწა და მისი სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩენა ისევე ეფექტურად მოახდინა, როგორც ეს განახლებულ პროდუქტს შეეფერებოდა. Predator-ის დაბრუნების აღსანიშნავად ბრენდმა ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა მოიწვია. ვიდეოში, რომელიც კომპანიისთვის სააგენტო IRIS Worldwide-მა შექმნა, პოლი “ყოვლისშემძლე ბრიუსის” მსგავსად გვევლინება და Adidas-ის განახლებულ სპორტულ ფეხსაცმელს სხვადასხვა ვითარებაში წარმოგვიდგენს. ეს ყველაფერი თავად Predator-ის კონცეფციიდან გამომდინარე ხდება, რადგან ამ კონკრეტული მოდელის 3 სახეობა არსებობს Cage, Stadium და Street.
https://www.youtube.com/watch?v=-xt_j2aIAkg














