in

Adidas Reebok-ს 2.5 მილიარდ დოლარად ყიდის!

ბრენდს Authentic Brands Group შეისყიდის

veon
veon

Adidas დათანხმდა, ხუთშაბათს Reebok-ის ბრენდი 2.5 მილიარდ დოლარად გაეყიდა – ეს იმაზე ნაკლები თანხაა, ვიდრე 2006 წელს თავად გადაიხადა კომპანიამ, კერძოდ, $3.8 მილიარდი.

Reebok-ს შეიძენს Authentic Brands Group, საცალო კონგლომერატი, რომელიც ისეთ გაკოტრებულ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა Brooks Brothers, Aeropostale და Forever 21. ადიდასის თანახმად, გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ ფულადი სახსრების უმეტესი ნაწილის აუქციონერებისთვის გადაცემას აპირებს.

ადიდასი რიბოკის გაყიდვის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში ალაპარაკდა. უკვე მარტში კი კომპანიამ ახალი ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც “კიდევ უფრო გააძლიერებდა ადიდასის ბრენდის ლიდერულ პოზიციას სპორტული ტანსაცმლის გლობალურ ბაზარზე”. 

თუმცა მიუხედავად რიბოკის ბოლოდროინდელი მცდელობისა, თავი სპორტსმენების პოპულარულ ბრენდად დაემკვიდრებინა, მისი გაყიდვები ტემპს ვერ ინარჩუნებს. “საკუთრების ამ ცვლილებით, გვჯერა, რომ რიბოკის ბრენდი გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს” – ამბობს Adidas AG-ის აღმასრულებელი დირექტორი კასპერ როსტემი. ასევე, მისი თქმით, Reebok-ის გაყიდვა გავლენას არ იქონიებს მის 2021 წლის ფინანსურ პერსპექტივაზე.

მესის ეფექტი – პსჟ-ის ინსტაგრამს ერთ დღეში 20 მილიონი გამომწერი დაემატა

წარმატებული რეფორმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ქართული და ევროპული გამოცდილების შერწყმით განხორციელდა