Adidas დედამიწის განზომილება C-137-ში შევიდა, დიახ, რიკისა და მორტის სახლში, თანაც, სიჩქარის გამაძლიერებელი ბუცებით, რომლებიც ფეხბურთის მოგებაში ყველაზე ცუდ მოთამაშეებსაც კი ეხმარება. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი პორტალიდან პორტალამდე ვითარდება…
Adult Swim-ის სახალისო მოკლემეტრაჟიანი ფილმი მორტის პორტალიდან ფეხბურთის მოედანზე ჩაუშვებს, თანაც, ისეთ მოთამაშეებს შორის, როგორებიც მოჰამედ სალაჰი, ვივიან მედემა და ლიონელ მესი არიან. მისი სუპერ ძალის მქონე ბუცების დახმარებით მალევე შედის თამაშში და თასსაც კი იგებს.
„მრავალგანზომილებიანი სიჩქარის განბლოკვისთვის“ არის შექმნილი, სამაგრები კი 250 დოლარის ღირებულების Primeknit ქსოვილითა და მსუბუქი ნახშირბადის ქუსლის დაბლოკვის მექანიზმით არის დამზადებული.
დიახ, მორტი ნეონის მწვანე ფერის ფეხბურთის ბუცების დებიუტანტია. მას X Speedportal-ს უწოდებენ, 50% გადამუშავებული მასალისგან არის დამზადებული და უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
„კარგი მოთამაშეები დროსა და სივრცეს ქმნიან, დიდებულები კი ორივეს უკან იტოვებენ. დახვეწილი და სუპერ კომფორტული ფეხბურთის სამაგრები კი მყისიერ მოქმედებებს უზრუნველყოფს“, — აცხადებენ Adidas-ში.
გარდა იმისა, რომ ცნობილ მოთამაშეებს ეპიზოდური როლი აქვთ, კამპანია მათ რეალურ ვერსიებსაც იყენებს, რათა X Speedportal უკეთ წარმოაჩინონ.