in

Adidas-მა ფეხბურთელებს ძეგლი დაუდგა

Adidas-მა, მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს ძეგლი დაუდგა – ქანდაკება, კომპანიამ, კრეატიულ სტუდია ESPADAYSANTACRUZ-სთან ერთად შექმნა.

ეს „ადიდასის“ ერთ-ერთი ბოლო მოდელის, “Nemeziz 19”-ის სარეკლამო კამპანიაა. დაახლოებით, 12 მეტრიანი ქანდაკება ლონდონში, Eye Square-ში აღმართა. ინსტალაციის მთავარი პერსონაჟები ლეო მესი, ბერნარდო სილვა და რობერტო ფირმინო არიან.

Adidas-ის ერთ-ერთი ბოლო მოდელი “Nemeziz 19”, რომელიც სპეციალურად ფეხბურთელებისთვის შეიქმნა.  ამ სპორტული ფეხსაცმლისთვის დაიდგა ინსტალაცია ლონდონში.

კომპიტერული გრაფიკის საშუალებით, შეიქმნა ქანდაკების ექსპოზიცია – ფეხბურთელები იღებენ ბურთის, ემზადებიან და შემდეგ ურტყამენ. თითოეული სილუეტი, მოძრაობა, დისტანცია მათ შორის, პოზიცია, სხეულის ფორმა – ეს ყველაფერი ინსტალაციაშია ასახული.

https://www.instagram.com/p/BxZ93YBgkex/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BxckTS5Diuq/

„ჩვენი პირველი პირველი ადგილი! არ ელოდით ხომ? – არც ჩვენ!“

სიყვარული ან სიძულვილი, სხვა არაფერი! – Cadillac-ის კამპანია