in

“ნუ იქნები copy-and-paste! იყავი განსაკუთრებული და ინდივიდუალური!” – Adidas–ი Under Armour–ს უპირისპირდება

იყო სპორტში საუკეთესო, არ ნიშნავს მხოლოდ თავდაუზოგავ ვარჯიშსა და მწვრთნელის დარიგების ზედმიწევნით შესრულებას. გამორჩეულობა მოითხოვს საკუთარი, განსხვავებული, კრეატიული გზის მოძებნას. სწორედ ამის თქმა სურს  Adidas-ს თავისი კამპანიით, რომლითაც პირდაპირ უპირისპირდება Under Armour–ის ბოლო ვიდეორგოლს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=58&v=ejDpAOyFnoE

აზრთა სხვადასხვაობა აშკარაა. Adidas–ი უკმაყოფილებას არ ფარავს და ნათლად აკრიტიკებს Under Armour–ის შეხედულებებს, რომელსაც “ copy-and-paste”-ს უწოდებს. გაათავისუფლეთ თქვენი კრეატიულობა, მიეცით საშუალება საკუთარ შესაძლებლობებს, გარდაქმენით თქვენი თავი, გააკეთეთ რამე განსხვავებული, გააოცეთ სამყარო თქვენი მოქმედებებით, იყავით შემდეგი გენიოსი სპორტის სამყაროში.

მაშ ასე, Adidas–ი გეკითხებათ: “თქვენ ათლეტი ხართ?!” თუ ასეა, გამოხატეთ ეს თქვენებურად, იმიტომ, რომ სპორტს სჭირდებით თქვენ, როგორც ერთი განსაკუთრებული სპორტსმენი და არა სხვისი “copy-and-paste”.

https://www.youtube.com/watch?v=qlWydlDrK00

კემ ნიუტონის შთამბეჭდავი ისტორია Gatorade–ის ვიდეორგოლში

ქეთი მეფარიშვილი – #პირველისამსახური