ოლიმპიური თამაშების ყურება კი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ის ფაქტი, რომ სპორტსმენებზე დიდი მოლოდინების დამყარებით მათ ზეწოლის ქვეშ ვაქცევთ. ეს კი დასახულ მიზნამდე მისვლას მეტად ართულებს… თუ იმედგაცრუებულ გულშემატკივარზე დაგაფიქრეთ, აქ ნახავთ, რას ფიქრობენ ამაზე ადიდასში, თუმცა მანამდე You Got This კამპანიას გაეცანით, რომელიც წნეხის ქვეშ ყოფნას ეხება.
ადრე მესი, ბექჰემი და ბელინგემი გაგვაცნეს, ახლა კი TBWA\Neboko სპორტსმენთა იმ ჯგუფის შესახებ გვიყვება, რომელთა შორის სპრინტერი ნოა ლაილზი, მარათონის მსოფლიო რეკორდის მფლობელი პერეს ჯეპჩირჩირი, თურქი მოცურავე სიუმეი ბოიაჯი და სკეიტბორდისტი ფელიპ გუსტავო არიან. გვეუბნებიან, რომ ყოველი მეხუთე სპორტსმენი ნაკლებად თავდაჯერებულია საკუთარ შესაძლებლობებში… თუმცა ახლა გვაჩვენებენ, როგორ უმკლავდებიან ზეწოლას. მუსიკაც შესაბამისია — დეივიდ ბოუისა და Queen-ის Under Pressure. ასე სურთ, ამაღელვებელი განწყობა შეგვიქმნან და ბრენდის სამოტივაციო კამპანია You Got This წარმატებით გააგრძელონ:
აქ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ცოტა ხნის წინ ადიდასი თავად აღმოჩნდა დიდი ზეწოლის ქვეშ, ოლიმპიადასთან დაკავშირებული რეკლამა სასამართლოს კედლებში აღმოჩნდა, ისრაელიც გააბრაზა და ბელა ჰადიდიც…